''მთავარი არხი'' ეთერში ვერ გადის - "გაუკვეველი მიზეზის გამო, სერვერი გაითიშა"

13 ნოემბერი 2019, 18:16 3372 ნახვა

მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, სოციალურ ქსელში წერს, რომ სერვერი გაითიშა, რის გამოც ეთერში ვერ გადიან. 

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ტექნიკური გუნდი ამ წუთებშიც მუშაობს. 

''დაუდგენელი მიზეზების გამო, გაითიშა მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის სერვერი და საეთერო, რის გამოც ვერ ვახერხებთ ახალი ამბების გამოშვებების ეთერში გაშვებას. ტექნიკური სამსახური ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას,'' - დაწერა ფეისბუქის გვერდზე ნოდარ მელაძემ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში დეტალებს აზუსტებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში