შსს-მ სანდრო ბრეგაძის  მხრიდან სახალხო დამცველზე ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

13 ნოემბერი 2019, 10:43 197 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა "ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.

სანდრო ბრეგაძე 12 ოქტომბერს სახალხო დამცველის ოფისში მივიდა. "ქართული მარშის" წევრები  სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. შენობაში შესვლის უფლება სანდრო ბრეგაძეს დაცვამ არ მისცა, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა.

„ქართული მარში“ მოითხოვს, სახალხო დამცველმა შეისწავლოს ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბავშვების მონაწილეობის საკითხი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი