ქედაში ავარიის შედეგად 15 მგზავრი დაშავდა

12 ნოემბერი 2019, 20:04 882 ნახვა

ქედაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული 3 მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, დანარჩენები კი უკვე გაწერეს. სამედიცინო დახმარება სულ 15 მგზავრს დასჭირდა. ისინი იმ ავტობუსში ისხდნენ, რომელიც ბათუმიდან ქედის მიმართულებით ასრულებდა რეისს, რა დროსაც ერთ-ერთ მოსახვევთან გადაბრუნდა.

ავტოსადგურში არ იციან იყო თუ არა ავტომობილი გამართული, რადგან ამბობენ, რომ მათ ტექდათვალიერების გავლის შესახებ ინფორმაციის მიღების ვალდებულება არ აქვთ. ზოგადად ქედის ამ მონაკვეთზე ავტოავარიები ხშირად ხდება.

ასევე სახიფათოა ფაქტი, რომ ხშირად მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებით გადატვირთული მოძრაობს, რაც რისკებს თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი