ზუსტად 10 დღეში საქართველოში თამბაქოს ნაწარმის დაფასოების გარეშე რეალიზაცია იკრძალება. ამასთან შესაბამისი წესით დაფასოებულ თამბაქოზე უნდა იყოს აქციზური მარკა და სამედიცინო გაფრთხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალიზატორები დაჯარიმდებიან.
შეფუთვის გარეშე თუთუნს ვეღარ გაყიდიან ქალაქში და მეთუთუნეები მაგალითად ქედაში. ეს საბოლოოდ ალბათ თუთუნზე ფასის ზრდასაც გამოიწვევს, მაგრამ მანამდე ჯერ ისაა გასარკვევი სად და როგორ უნდა შეფუთონ ნედლეული, მაშინ როცა აჭარაში შესაბამისი საწარმო არ არსებობს? ამაზე როგორც ჩანს პასუხები აჭარის მთავრობაშიც არ აქვთ.