ბიზნესომბუდსმენმა თანამდებობა დატოვა 

11 ნოემბერი 2019, 15:05 300 ნახვა

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ, ლევან კალანდაძემ თანამდებობები დატოვეს. ამ დროისთვის უცნობია, სად გააგრძელებენ მუშაობას ისინი, ან ვინ გახდება ახალი ბიზნესომბუდსმენი.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. 

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის პოსტს 2018 წლის იანვრიდან იკავებდა. მანამდე ის თბილისის მერის მოადგილე იყო. ლევან კალანდაძე კი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე 2018 წლის თებერვალში გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი