მოგებული მატჩი - გზა ჩემპიონობისკენ 

09 ნოემბერი 2019, 12:34 656 ნახვა

2-0 ამ ანგარიშით ბათუმის „დინამომ“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა. 24-ე წუთზე, საჯარიმოში, ჯაბა ჯიღაურის გადაცემას გიული მანჯგალაძე დახვდა და ანგარიშიც გაიხსნა. 34-ე წუთზე კი, თამაშის წესების დარღვევისთვის ნიკა აფაქიძეს, მატჩის არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და ბოლნისელებმა 10 ფეხბურთელით განაგრძეს თამაში.

მე-2 ტაიმის დასაწყისში, ჯაბა ჯიღაურმა საჯარიმოს ხაზიდან, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში, დაბალი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი კარისკენ და ბათუმელები 2:0 დააწინაურა. ჩემპიონის ტიტულის მიღებისთვის ბათუმელმა ფეხბურთელებმა,  დარჩენილი 2 შეხვედრა უნდა მოიგონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში