ბათუმში, კინოთეატრ ''აპოლოსთან'' მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის აიყვანეს. მოქალაქეები კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა. დაკავებულებს სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
დაკავებულები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
ფილმის დაწყებამდე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მოქალაქეთა ნაწილი ისროდა კვერცხებს და აფეთქებდა პიროტექნიკასაც.
ბათუმში ფილმის ''და ჩვენ ვიცეკვეთ'' პრემიერა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.