ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები ვერის პარკში არიან შეკრებილები. ვასაძემ ბრიფინგის დაწყებამდე მღვდელმსახურებს ლოცვის წაკითხვა სთხოვა.
მამაო ჩვენო და სხვა ლოცვები მოქალაქეებმა საჯაროდ წაიკითხეს.
''ჩვენ აქ შევიკრიბეთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისთვის არ დავუშვათ საქართველოში ჩვენი ერის ტრადიციის, საგანძურის უკიდურესი შეურაცხყოფის საჯარო ფაქტი. ჩვენი ერი, რომელიც 70 წლის განმავლობაში ებრძოდა მარქსიზმს და ეგონა, რომ განთავისუფლდა ტოტალიტარიზმისაგან. სინამდვილეში აღმოჩნდა მეორე ტოტალიტარული იდეოლოგიის საკანში. როდესაც ჩვენთვის ყველასთვის საძულველი საბჭოთა კავშირი დაიშალა ჩვენ 6 მილიონი ვიყავით, ახლა თითქმის სამი მილიონიღა დავრჩით. დღეს არც კი ვიცით რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.
ის კატასტროფა რაც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში გვჭირს არის მიზანმიმართული იდეოლოგიის შედეგი, ამის იდეოლოგიის მიზანი არის აქციოს საქართველო პლაცდარმად ერთმანეთში მეომარი იმპერიებს შორის ბრძოლისათვის. ამ მიზნით ჩვენს ერს უნდა დააკარგვინონ იდენტობა, ტრადიცია და პატივისცემა სასულიერო ღერძისა,'' - თქვა სიტყვით გამოსვლისას ლევან ვასაძემ.