გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის აღმოჩენილი საფლავის ფოტოები

06 ნოემბერი 2019, 13:08 3361 ნახვა

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საფლავის ქვების ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, სამარხში აღმოჩენილი ძვლები ექსპერტიზაზე უკვე გადაგზავნილია.

"ექსკლუზიურად ერზერუმიდან! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება. ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს"- წერს გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში.

გურჯი ხათუნი დედოფალ რუსუდანის ასული იყო, იგი 1236 წელს მიათხოვეს რუმის სულთან - ყიას ედ-დინ ქეი ხუსრვე II-ს (1236-1246). 

როგორც ცნობილია, თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). 

სულთნის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით, სულთნის ქვრივი – გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო.

რამდენიმე თვის წინ,  თურქეთში საქართველოს საელჩომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თურქეთში სავარაუდოდ ქართველი დედოფლის ასულის - გურჯი ხათუნის საფლავს მიაკვლიეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში