თურქეთში სავარაუდოდ ქართველი დედოფლის ასულის - გურჯი ხათუნის საფლავს მიაკვლიეს 

16 აგვისტო 2019, 15:14 5894 ნახვა

თურქეთში, სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

საელჩო თურქულ მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა - https://www.aa.com.tr

"არქეოლოგიური გათხრები ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოჩენილ იქნა სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული - თამარ დედოფლის სარკოფაგები" - წერია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო აღნიშნული საკითხის მოკვლევას იწყებს. 

გურჯი ხათუნი დედოფალ რუსუდანის ასული იყო, იგი 1236 წელს მიათხოვეს რუმის სულთან - ყიას ედ-დინ ქეი ხუსრვე II-ს (1236-1246).

როგორც ცნობილია, თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). 

სულთნის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით, სულთნის ქვრივი – გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში