ბათუმის "ბათუმმა" "ლოკომოტივს" სძლია და გამარჯვება "დინამო" ბათუმს მიუძღვნა

02 ნოემბერი 2019, 20:59 1346 ნახვა

დიდი 10-ის მე-7ტურში ბათუმის „ბათუმმა“ თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა ანგარიშით 21-7 და სატურნირო ცხრილში 22 ქულით მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. ზღვისპირელებმა თბილისში ავჭალის სტადიონზე გამართულ მატჩში ორი ლელო დადეს, რომელიც ხვიჩა ბუჯიაშვილის და დავით ტრაპაიძის ანგარიშზეა. ერთხელ გარდასახა და სამი ჯარიმა გაიტანა ბექა ურჯიკაშვილმა.

24 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილზეა რუსთავის „ხარები“. დიდი 10-ის მე-8 ტურში ბათუმის „ბათუმი“ საკუთარ კედლებში დედაქალაქურ კლუბ „არმაზს“ დაუპირისპირდება. ბათუმურმა კლუბმა დღევანდელი გამარჯვება საფეხბურთო კლუბ „დინამო“ ბათუმს მიუძღვნა.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში