ბათუმის ციხის პატიმარი ამბობს, რომ თერმომეტრი გადაყლაპა

01 ნოემბერი 2019, 15:33 2416 ნახვა

პატიმარი ამბობს, რომ ბათუმის ციხეში პროტესტის ნიშნად, 14 დღის წინ, სიცხის საზომი თერმომეტრი გადაყლაპა. ამის შესახებ წერია წერილში, რომელიც ილვარ ფეიკიევმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოუგზავნა. პატიმარი ყვება, რომ ესაჭიროება ოპერაცია, მაგრამ ექიმებს არ ენდობა და სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. ასევე წერს, რომ არ ყავს მშობლები, ბაბუა კი,  გარდაბნის რაიონიდან მასთან ჩამოსვლას ვერ ახერხებს. აღნიშნული მოტივით პატიმარი სამინისტროს სთხოვს, ნომერ მეექვსე ან მეშვიდე დაწესებულებაში გადაიყვანონ. 

''ნომერ მესამე დაწესებულებაში უკვე 14 დღეა მაქვს გადაყლაპული პროტესტის ნიშნად სიცხის საზომი თერმომეტრი. მიზეზი ის არის, რომ უკვე ერთი წელია ვიმყოფები ბათუმის ციხეში. არაერთხელ ვთხოვე სამინისტროს  ჩემი გადაყვანა მოხდეს ნომერ მეექვსე ან მეშვიდე დაწესებულებაში, რადგან ჩემებმა ჩამოსვლა მოახერხონ. ჩემი ოჯახი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს  და ვერ ახერხებენ ჩემთან ბათუმში ჩამოსვლას. ბაბუა მყავს მხოლოდ, მშობლები არ მყავს.  ამასთან უნდობლობას ვუცხადებ, მესამე დაწესებულების ექიმებს, ასევე ქალაქ ბათუმის საავადმყოფოში არასათანადოდ მექცევიან, ყურადღებას ვითხოვ, რათა გადაყვანა მოხდეს ნომერ 18 სამკურნალო დაწესებულებაში. ვარ საოპერაციო და არ ვენდობი ამათ. გამოვაცხადებ შიმშილობას. გთხოვთ აღნიშნული გააშუქოთ, რადგან არავინ ყურადღებას არ მაქცევს'' - აღნიშნულია წერილში, რომელიც მაუწყებელმა დღეს ფოსტით მიიღო. წერილი 30 ოქტომბრით თარიღდება. 

ჩვენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტს მოიკვლევენ. მაუწყებელი დაინტერესდა იცოდა თუ არა ფაქტის შესახებ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ცოტნე ანანიძემ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელია.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი