კალაპოტიდან გადმოსული მდინარე, გააქტიურებული მეწყერი და დატბორილი სახლები - სტიქია აჭარაში

31 ოქტომბერი 2019, 18:52 1395 ნახვა

კალაპოტიდან გადმოსული მდინარე, გააქტიურებული მეწყერი, დატბორილი სახლები, ევაკუირებული მოსახლეობა და ეზოს გარეშე დარჩენილი საცხოვრებლები - ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა აჭარაში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ ზარალზე იმსჯელეს  ბათუმის მერიაში.

სტიქიის სალიკვიდაციო შტაბმა განიხილა ის პრობლემები, რომლებიც ქალაქს გუშინდელი  უხვი ნალექის გამო მიადგა. საგანგებო რეჟიმში ახლაც მუშაობს  შესაბამისი სამსახურები, ზარალის დათვლა კი ისევ გრძელდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში