''ერს ყავს, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის''... მეუფე პეტრე /ვიდეო/

31 ოქტომბერი 2019, 14:37 4006 ნახვა

''ერს ყავს, პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის'' - ეს განცხადება მეუფე პეტრე სინოდის სხდომის შემდეგ გააკეთა. მან თქვა, რომ ის აღარ არის მღვდელმთავარი და უსამართლოდ მოუხსნა სტატუსი პატრიარქმა. 

"წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიაქმა სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელთმთავრობიდან. მე ვფიქრობ მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობისა და პიდარასტიის ცოდვის მხილება'' - ამბობს მეუფე პეტრე. 

ჟურნალისტის კითხვაზე ვინ ამხილა მამათმავლობაში, მეუფე პეტრემ თქვა, რომ სინოდის თავმჯდომარე. შემდეგ კი ხმამაღლა ყვიროდა, რომ საქართველოს პატრიარქი. ''ერს ყავს, პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის''...

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომობობიურ განცხადებას, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, გთავაზობთ მის პერიფრაზს უცვლელად. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი