მუხრან ვახტანგაძის გავლენები აჭარაში

29 ოქტომბერი 2019, 20:06 3424 ნახვა

ახალ სკანდალში გახვეული მუხრან ვახტანგაძე რეგიონის საკადრო გადაწყვეტილებებში გავლენებს არ უარყოფს. ამბობს, რომ იგი ამ რეკომენდაციებით წარმატებულ სპორტსმენებს უჭერს მხარს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ხშირად ერევა საკადრო პოლიტიკაში და უფრო მეტიც მის გარეშე რეგიონში სპორტის მიმართულებით ვერაფერს წყვეტენ.

სხვათაშორის მისი ბოლო ე.წ. რეკომენდაცია გახდა სიტყვიერი დაპირისპირების საგანი მოქალაქე მერაბ ღოღობერიძესთან. დეპუტატი ღოღობერიძეს რამდენიმე წუთის განმავლობაში აგინებდა, ამის შემდეგ კი ფეისბუქზე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

ვის, როგორ და რატომ ლობირებს აჭარაში დეპუტატი. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში