კიბერშეტევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი გამოკითხა

29 ოქტომბერი 2019, 12:15 1148 ნახვა

 კიბერშეტევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი გამოკითხა. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება. გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

გუშინ მასშტაბური კიბერშეტევის გამო   პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, შეფერხდა რამდენიმე ტელეკომპანიის მაუწყებლობა. ამ დროისთვის ვებ-საიტების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში