დაუჭერს თუ არა ფრაქცია „კონსერვატორები“ მხარს მიქაუტაძის კანდიდატურას?

22 ოქტომბერი 2019, 20:01 1379 ნახვა

მიქაუტაძე მეთორმეტე კანდიდატია, ვისაც დღეს პარლამენტში მოუსმინეს. ამ ხნის განმავლობაში დღეს პირველად გააჟღერა უმრავლესობის წევრმა ღიად რომ მისი ფრაქცია გიორგი მიქაუტაძეს მხარს არ დაუჭერს. ეს გიგა ბუკიაა, რომელმაც მიქაუტაძეს 2012 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეახსენა.

თქვა, რომ მას ჰქონდა გამოსწორების შანსი, მაგრამ დარჩა „მძევლად“-  საუბარია წინა ხელისუფლების დროს  მიქაუტაძის მიერ „ქართული ოცნების“ შემწირველების დაჯარიმებაზე, რა დროსაც ბუკიას თქმით მას სახლი გაუყიდეს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ყველას აქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება.
 

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი კი აღნიშნავს, რომ თუ კონსერვატორები მიქაუტაძეს მხარს არ დაუჭერენ, „ქართული ოცნება“ კი დაუჭერს, მაშინ ბუკიას მორალური უფლება აღარ ექნება დარჩეს უმრავლესობაში.

გახდება თუ არა გასული წლის მსგავსად, მოსამართლეთა ამ სიაში შესული ცალკეული კანდიდატების თემა განხეთქილების ახალი საგანი უმრავლესობაში - ეს სავარაუდო კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა. 

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში