ძალიან ჭყინტი ხართ - ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს

21 ოქტომბერი 2019, 14:29 1480 ნახვა

არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეთ, - უთხრა დღეს გასაუბრებაზე ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს.

დეპუტატი ამბობს, რომ ლევან მიქაბერიძეს ამ ეტაპზე ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს.

„თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდით კანცელარიაში, შემდეგ ხდებით მოსამართლე და სამი წელიც არ არის გასული და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი გაქვთ. ნებისმიერი კონიაკის მოყვარული გეტყვის, რომ 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე სამი წლით დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. თქვენ ფაქტობრივად კანცელარიაში გაქვთ გატარებული დრო თანაშემწედ, სავარაუდოდ, კლანის წევრის რომელიმე თანაშემწე იყავით, და არ გაქვთ ცხოვრების გამოცდილება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი