პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება 27 ოქტომბერს ჩატარდება

19 ოქტომბერი 2019, 14:18 2666 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება 27 ოქტომბერს  09:00 საათიდან დაიწყება. რაც შეეხება პრეტესტს, იგი ტესტირების წინა დღეს, 26 ოქტომბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია რეგისტრირებული აპლიკანტებისათვის.

პრეტესტის მიზანი მონაწილეებისათვის ტესტის ფორმატისა და  პროცედურების გაცნობაა. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება.

 

ფოტო: არქივი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში