შიმშილობის გლობალური ინდექსი 2010 წელთან შედარებით საქართველოს გაუარესებული აქვს

15 ოქტომბერი 2019, 20:01 1644 ნახვა

ცოტა ხნის წინ შიმშილის გლობალური ინდექსი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველო 39-ე ადგილს იკავებს.   საქართველოზე უკეთესი შედეგი აქვს რეგიონის ყველა ქვეყანას. მათ შორის, თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს.

Concern Worldwide-ს კვლევა 117 ქვეყანას მოიცავს და შიმშილობის ინდექსს 4 კრიტერიუმით ითვლის, მათ შორისაა არასაკმარისი კვება, წონის ნაკლებობა ბავშვებში, ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა სიკვდილიანობა.

რაც უფრო მაღალი აქვს ქვეყანას ინდექსი მით უფრო ცუდი ვითარებაა იმ სახელმწიფოში. ანუ ამ კვლევით განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.  

საქართველოში კი ინდექსი 2005 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, მაგრამ უკანასკნელი მონაცემი 2010 წელთან შედარებით გაუარესდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში