რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას პასუხობს

13 ოქტომბერი 2019, 18:20 1318 ნახვა

საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, რუსეთის საპატრიარქო გამოეხმაურა. როგორც რუსულ მედიასთან მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვმა განაცხადა, მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდი შეაფასებს, რა შედეგები ექნება ამ გადაწყვეტილებას საბერძნეთისა და რუსეთის საპატრიარქოების ურთიერთობებისთვის.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მიტროპოლიტი საფუძვლიანად გამოდიოდა გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავების საფუძვლიანი შეთავაზებით, ელადის ეკლესიის სამღვდელმთავრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის აღიარების სასარგებლოდ. ამავე დროს, უცნაურად გამოითქვა იმედი, რომ უკრაინული „ავტოკეფალია“ შეძლებს დიდი რუსეთისა და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარებას

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში