ტაიფუნის გამო იაპონიაში 4 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

12 ოქტომბერი 2019, 15:30 4391 ნახვა

ტაიფუნ „ჰაგიბისის“ გამო 4 მილიონზე მეტი ადამიანის, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოს მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე.  სააგენტოს „როიტერის“ ცნობით, ტოკიოს აღმოსავლეთ ნაწილში 40 წლის კაცი, ძლიერი ქარის გამო ავტომობილში ამოტრიალდა და გარდაიცვალა.  კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა ტიბის პრეფექტურაში.   ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, რომლებიც მოქალაქეებს დაეცათ.

ვარაუდობენ, რომ ტაიფუნი „ჰაგიბისი“ იაპონიას მთელი ძალით, დღის მეორე ნახევარში დაატყდება თავს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ეს ქვეყანაში 60 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტაიფუნი იქნება, არსებობს წყალდიდობისა და მეწყერის მაღალი რისკი. სტიქიის ზონაში ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა. 16 ათასამდე მოსახლეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონაში დროებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა. დაიხურა მაღაზიები და ქარხნები. ტაიფუნის გამო 1600-მდე ავიარეისი გადაიდო.

ტაიფუნის გამო, იაპონიაში დღეს, რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი აღარ გაიმართება. ამასთან, იაპონიაში საქართველოს საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლითაც იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი