საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ირლანდიას დაუპირისპირდება

12 ოქტომბერი 2019, 12:00 1105 ნახვა

დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. ჯვაროსნები“ ირლანდიას აქამდე ათჯერ შეხვდნენ და ერთხელაც ვერ დაამარცხეს. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა ბოლო ვარჯიში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა.

საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნულ გუნდში შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და წლის ბოლო საშინაო შეხვედრის მოლოდინში არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში