მექსიკის ერთ-ერთი ქალაქის მერი ადგილობრივებმა ქუჩებში ათრიეს

09 ოქტომბერი 2019, 16:06 1001 ნახვა

მექსიკის ერთ-ერთ ქალაქ, ლას მარგალიტაში,  ადგილობრივები მერს სასტიკად გაუსწორდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, 11 მოქალაქე მერიის შენობაში შეიჭრა.  მათ შენობიდან მერი გამოიყვანეს, სატვირთო მანქანაზე გამოაბეს და ქალაქის ქუჩებში ათრიეს.

ლას მარგალიტას მერი სამართალდამცველებმა გადაარჩინეს. პოლიციამ მერის შეურაცხყოფისა და ძალადობრივი ქმედებების გამო 11 პირი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები მერს  წინასააარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო სასტიკად გაუსწორდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში