პარლამენტში კარს ქვემოდან შეცურებული კითხვები - მოქალაქეებს დარბაზში არ უშვებენ

09 ოქტომბერი 2019, 15:04 251 ნახვა

''ბიძინას მონობა ნიშნავს კარგ იურისტობას''?, ''20-21 ივნისის მოვლენებზე თქვენ მიერ გამოვლენილი პროფესიონალიზმის გამო გაწინაურებენ''?, ''ბიძინას მონობა ყველაზე დიდი სტატუსი და დიპლომია''? - თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილ ამ სამ კითხვას, მოძრაობა ''შეცვალეს'' აქტივისტები შალვა თადუმაძეს პარლამენტში შეუგზავნიან. 

აქტივისტებს დარბაზში არ უშვებენ. ამიტომ გეგმავენ, კითხვები კარებს ქვემოთ შეაცურონ. 

​​შალვა უდიპლომო თადუმაძეს - ასე დაასატაურეს სამივე შეკითხვა.  

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ. ის დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. 

პარლამენტში დრეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც არ შეუშვეს. კითხვების დასმა სურდა ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილსაც, რომელიც კომიტეტის სხდომაზე ასევე ვერ შევიდა. მისი კითხვა თადუმაძეს თინა ბოკუჩავამ დაუსვა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში