აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

06 ოქტომბერი 2019, 15:15 1307 ნახვა

პრეზიდენტის სასახლესთან ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია გამართა. ორგანიზატორებმა სექსუალური ძალადობის თემატიკის ფოტოები და სტატისტიკის ამსახველი მასალები გამოფინეს. 

აქციის ორგანიზატორის განმარტებით, მათ  ამ  ფორმით  პრეზიდენტის მიერ შეწყალებასთან დაკავშირებული  გადაწყვეტილებები გააპროტესტეს. ითხოვენ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს.შეგახსენებთ, რადიო თავისუფლების ინფორმაციით,  პრეზიდენტმა  არასრულწლოვანთან სექსუალურ  ძალადობაში  მსჯავრდებული პირიც  შეიწყალა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში