„აჭარის თასი 2019“ - საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი

05 ოქტომბერი 2019, 18:10 1932 ნახვა

ბათუმი პირველად ისტორიაში,  6- 10 ოქტომბერს ასაკობრივ კატეგორიებში,   საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს  უმასპინძლებს. დღეს ჩემპიონატის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. გათამაშება „ბათუმის დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე აიღებს სტარტს. 

„აჭარა  თასი   2019“-ზე პირველობისთვის  ევროპის ტოპ საბავშვო გუნდები იბრძოლებენ. ესენია : ბაბელსბერი გერმანია, პსვ ეინთჰოვენი, ვალენსია ესპანეთი, დუბაის ესპანური საფეხბურთო სკოლა, დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდები და საბურთალოს აკადემია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში