„პატრიოტთა ალიანსის“ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია - შეფასებები

02 ოქტომბერი 2019, 18:03 1405 ნახვა

რუსული ნარატივი, არარეალური შედეგები და ანტისახელმწიფოებრივი  დამოკიდებულება -  პატრიოტთა  ალიანსის მიერ ჩატარებული გამოკითხვის  შედეგებს ასე საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.

დღეს ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში 77  ათასი მოქალაქე გამოკითხეს და მათი უმეტესობა ევროინტეგრაციის შენარჩუნებასთან ერთად  სამხედრო  ნეიტრალიტეტს, რუსეთთან პირდაპირ დიალოგს და სააკაშვილი ბოკერიას მმართველობის დამნაშავეობრივ რეჟიმად გამოცხადებას ემხრობა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოში საგარეო კურსთან დაკავშირებით  ჩატარებული კვლევები  სხვა  სურათს აჩვენებს და  მოსახლეობა მხარს ევროპულ ინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანების  უჭერს.

''ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, რომ  საქართველოს სწორედ ისეთი თავდაცვის სისტემა სჭირდება  როგორიც ნატოაა.    

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში