WhatsApp-ი შეტყობინებებს ავტომატურად წაგიშლით

01 ოქტომბერი 2019, 17:34 950 ნახვა

WhatsApp-მა შეტყობინებების თვითგანადგურების ფუნქციის ამოქმედება დაიწყო და ანდროიდ სისტემაზე მომუშავე მოწყობილებებისთვის სატესტო ვერსია ჩაუშვა.

აპლიკაციის ჩართვისას  სმს ფანჯრიდან შეტყობინებები გარკვეული ინტერვალის შემდეგ ავტომატურად გაქრება. წაშლამდე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება  ჩატი  დაარქივოს და მასში არსებული ინფორმაცია შეინახოს. 

მომხმარებლებს  შეტყობინების წაშლა 5 წამში ან 1 საათში, ტაიმერის საშუალებით შეეძლებათ.

WhatsApp-ის მომხმარებლების რაოდენობა მილიარდ ადამიანს მოიცავს.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი