დღეს Google-ის დაბადების დღეა

27 სექტემბერი 2019, 16:16 2018 ნახვა

ჩვენი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი google 21 წლის გახ­და.  

1998 წლის 27 სექტემბერს Google-მა ინტერნეტ სივრცეში პირველად ჩაუშვა საძიებო გვერდი. თავდაპირველი ვერსია ინგლისურენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია მრავალ ენაზე მათ შორის ქართულადაც.

საძიებო სისტემების გიგანტმა "დაბადების დღეს" სპეციალური ესკიზი მიუძღვნა, რომელზეც ასახულია თუ, როგორ გამოიყურებოდა კომპიუტერის ეკრანი 21 წლის წინ, როცა სერგეი ბრინმა და ლარი ფეიჯმა Google-ის საძიებო სისტემა შექმნეს. 

დღესდღეობით Google-ის საძიებო სისტემით, ასობით მილიონი ვებ გვერდის მოძებნა შეგიძლიათ. 

კომპანია დაბადების დღეს 2006 წლიდან აღნიშნავს. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი