აჭარაში ექვს თვეში 1043 დაქორწინდა, 429 კი განქორწინდა

26 სექტემბერი 2019, 11:21 4260 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქალთა მიმართ  ძალადობის შემთხვევები ​საქართველოში გაზრდილია. ძირითადად, ძალადობის მსხვერპლები ქალები არიან, მოძალადეები კი  ოჯახის წევრები.  გამკაცრებული საკანონმდებლო რეგულირების შემდეგ, სულ უფრო მეტი დიასახლისი მიმართავს პოლიციას დასახმარებლად. 

პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა გაზრდილია ქორწინება/განქორწინების მონაცემებიც.  საქსტატის კვლევის მიხედვით, 2019 წელს, თანაცხოვრებაზე უარი უფრო მეტმა წყვილმა თქვა, ვიდრე 2018 წლის ამავე პერიოდში. 

მიმდინარე წელს, მხოლოდ 6 თვეში, საქართველოში ოფიციალურად 10 480 ადამიანი დაქორწინდა.  5295 კი დოკუმენტურად გააფორმა განქორწინება.  

ოჯახურ თანაცხოვრებაზე უარი, ყველაზე მეტმა წყვილმა თბილისში თქვა. დედაქალაქში იანვრიდან-ივნისის პერიოდში 3037 ქორწინების რეგისტრაცია მოხდა, 1844 კი განქორწინების. 

მაღალი მაჩვენებლით, მეორე პოზიციაზე იმერეთია. აქ ქორწინებაზე თანხმობა ოფიციალურად 1749 წყვილმა გამოთქვა, 919 კი ხელი გააწერეს.

აჭარაში 181 დღეში 1043 წყვილმა იქორწინა. 429 წყვილმა კი დაშორება გადაწყვიტა. გასულ წელთან შედარებით, განქორწინების მაჩვენებელი ოდნავ შემცირებულია. 2018 წელს, რეგიონი მე-3 ადგილს იჭერდა განქორწინების სტატისტიკით. 

როგორც ქორწინების, ასევე განქორწინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, სადაც წელს 37 წყვილი დაშორდა ერთმანეთს.   

რაც შეეხება გასული წლის იდენტურ პერიოდს. 2018 წლის 6 თვეში განქორწინების 5075 შემთხვევა იყო რეგისტრირებული.

საქსტატის მონაცემებით განქორწინებულთა რაოდენობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. მაჩვენებლების მიხედვით აჭარა ქვეყანაში მესამე ადგილზეა.  

ეს მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებია. სხვა სურათი იქნება თუ მას არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი წყვილებისა და ასევე განქორწინებულების მონაცემებს დავუმატებთ.  

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში