ისევ დოპინგი - რუსი სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებენ

25 სექტემბერი 2019, 16:43 1239 ნახვა

რუსეთი მძლეოსნობაში ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, რომელიც ყატარში 27 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ჩემპიონატის დაწყებამდე 4 დღის ადრე მიიღო.

მიზეზი მსოფლიო ანტი-სადოპინგო კომიტეტის მოხსენება გახდა, სადაც საუბარია, რომ რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან იანვარში მიღებული ინფორმაცია, გასული წლის მონაცემებს არ ემთხვევა.

მსოფლიო ანტი სადოპინგო კომიტეტის ხელმძღვანელი ჯონატან ტეილორი, რუსი სპორტსმენების ორგანიზმში აღმოჩენილ შეუსაბამო ნივთიერებებზე საუბრობს. მისი თქმით, ზოგიერთი დოპინგ-სინჯის დადებითი შედეგები გააქრეს. ტეილორი დასძენს, რომ თუ ლაბორატორიის მონაცემების გაყალბების ფაქტები დამტკიცდება, რუსეთს სერიოზული სანქციები ელის. შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ყველა სპორტული სახეობის, საერთაშორისო შეჯიბრებიდან, მათ შორის ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადიდან, მოკვეთის საკითხი.

რუსეთი ბრალდებას უარყოფს. მათ, მსოფლიო ანტი სადოპინგო კომიტეტის კითხვებზე პასუხის გასაცემად სამი კვირა აქვთ. 

 

ფოტო: რუსი მძლეოსანი სპორტსმენი ქალები

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში