პეტრიაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს მწითური ბრინჯაოსთვის

20 სექტემბერი 2019, 16:24 1858 ნახვა

ყაზახეთში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს წევრებმა იასპარეზეს. 125 კგ.წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გენომ უკრაინელი ხოციავინსკი 6-2 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში პეტრიაშვილის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი თურქი  ტახა აკგული იქნება. ფინალური ბლოკი ხვალ 16:00 საათიდან დაიწყება.

92 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი მწითური ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 70 კგ.წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობაშვილი დამამშვიდებელ რაუნდში ბელარუს ანდრეი კარპაჩს შეხვდება.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში