''მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს გაუჩალიჩეს'' - ეს განცხადება მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პატიმრის შეწყალების საკითხზე კომენტირებისას ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა გააკეთა.
ვანო ზარდიაშვილის თქმით, არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
''მთლიანად ნეგატიურია ეს საკითხი, ერთადერთი პოზიტივი ისაა, რომ პოზიცია, ოპოზიციაც, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დავიწყოთ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობს. მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს ე.წ. გაუჩალიჩეს'' - უთხრა ჟურნალისტებს ზარდიაშვილმა.