გირჩი ყველა პირველკლასელს უსამძიმრებს

16 სექტემბერი 2019, 14:05 3585 ნახვა

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე პირველკლასელებს სკოლაში მისვლას უსამძიმრებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ჯაფარიძე ამბობს,სკოლაში ბავშვებს დაამცირებენ, დააკარგვინებენ აზროვნების უნარს, შეაძულებენ  კითხვას და გაწირავენ წარუმატებლობისთვის. 

"ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო  თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯხეთის გავლა, სადაც:  

- დაგამცირებენ

- მოგექცევიან როგორც მონებს

- დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას

- არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ

- გასწავლიან ფარისევლობას

- დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს

- შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს

- შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას

- საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის  და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ  

ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა" -  წერს პოლიტიკოსი. 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში