''დინამო ბათუმი'' დღეს ''ლოკომოტივს'' დაუპირისპირდება

14 სექტემბერი 2019, 12:15 144 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 27-ე ტურში დინამო „ბათუმი“ ანგისის საფეხბურთო ბაზაზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. შეხვედრა დღეს 20:00 საათზე დაიწყება. 

ამ დროისთვის შავიზღვისპირელებს 52 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან, ლოკომოტივი კი 37 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირება ივნისში გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი