ფინეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართება

13 სექტემბერი 2019, 17:24 1469 ნახვა

ძიუდოში, 81 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება. ფინეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ტატო გრიგალაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში ვლადიმერ ახალკაცს დაუპირისპირდება.

გრიგალაშვილმა ნახევარფინალში ლატვიელ ალექსეი ზარუდნევს იპონით სძლია, ხოლო ახალკაცმა სლოვაკ ალექს ბარტოს ასევე იპონით სძლია.

დღეს კი ქალებში ერთადერთი მონაწილე მარიამ ჭანტურია (70კგ) ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. ჭანტურია ბრიტანელ კელი პეტერსონ პოლარდს ნახევარფინალში შეხვდა და დამატებით დროში მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ სიიჟა კოკს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 17:30 საათიდან დაიწყება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში