ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა - არიან დაშავებულები

13 სექტემბერი 2019, 10:46 8964 ნახვა

ხულოში, ხიხაძირის თემში სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოქალაქეები დაშავდნენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მგზავრებს მოტეხილობები აღენიშნებათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მომხდარის დეტალებს აზუსტებს. 

შემთხვევა ხიხაძირის თემში, ცოტა ხნის წინ მოხდა. 

 

ფოტო: არქივი

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი