#SOS რივიერა - 15 სექტემბერს ვარდების სკვერში აქცია გაიმართება

12 სექტემბერი 2019, 11:29 2003 ნახვა

ბათუმის რივიერას გადასარჩენად საზოგადოება "ბათომი" და საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ბათუმის" წევრები კვირას, 15 სექტემბერს 17:00 საათზე მორიგ აქციას აანონსებენ.

შევუნახოთ ბათუმი შვილებს, ქალაქის გადასარჩენად, ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობის გადასარჩენად-ამ ლოზუნგებით აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

აქციის ორგანიზატორები ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ პროექტი ეწინააღმდეგება ისტორიული განაშენიანების პრინციპს და საფრთხეს უქმნის ეკოლოგიას. პროექტის შეჩერების მოთხოვნით საინიციტაივო ჯგუფის წევრებმა არაერთი აქცია გამართა.

საინიციატივო ჯგუფმა "დაიცავი ბათუმი" და 800-მდე ბათუმელმა, ხელმოწერილი დოკუმენტი მერიაშიც შეიტანეს. წერილში სწორედ პროექტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე იყო საუბარი.

პროექტის ირგვლივ არაერთი ხმაურიანი საჯარო  განხილვა გაიმართა ბათუმის საკრებულოშიც, თუმცა საკრებულომ „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების გეგმა 22 აგვისტოს პროტესტის ფონზე მაინც დაამტკიცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში