დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა

11 სექტემბერი 2019, 13:57 1342 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. „მე კატეგორიულად არ ვეთანხმები მის ბევრ წინადადებას, ისევე როგორც ბევრი ადამიანი ჩემს ადმინისტრაციაში. ამიტომ, ვთხოვე წასულიყო თანამდებობიდან. მომავალ კვირას დავასახელებ ახალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში“ - წერს დონალდ ტრამპი.ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ჯონ ბოლტონის გადაყენების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები არ იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში