ნოდარ მელაძე პაატა სალიას - ის ტყუის, მე ლაივი არ გამიშვია

10 სექტემბერი 2019, 13:55 1757 ნახვა

''მთავარი არხის'' საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ''რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას პასუხობს და ამბობს, რომ ტელეკომპანიის ფეისბუქგვერდზე ლაივი მას არ გადაუზიარებია. 

დღეს ტელეკომპანიის განცხადება გავრცელდა, სადაც ეწერა, რონ ნოდარ მელაძე მოთხოვნის მიუხედავად გვერდის ადმინისტრატორის უფლებების დაბრუნებაზე უარს ამბობდა. 

მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, კი ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, გვერდის რედაქტორია. მელაძე სალიას მოუწოდებს, ფუნქციებში შევიდეს და შეამოწმოს, რომ მას ლაივი არ გაუშვია. ინფორმაციას ON.GE ავრცელებს.

"ამ დრომდე, არ მიმიღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც სმს, არც წერილი, არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო", - ამბობს მელაძე.

რამდენიმე დღეა ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის ფეისბუქგვერდზე ''მთავარი არხის'' ანონსებსა და რეპორტაჟებს აზიარებენ.

გუშინ ''მთავარი არხის'' საინფორმაციო გამოშვება, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ''რუსთავი 2''-ის ფეისბუქგვერდზე ლაივში იყო.

რუსთავის 2-ის მენეჯმენტმა დღეს განცხადება გაავრცელა.

''უკვე რამდენიმე დღეა რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეყავს. რუსთავი2-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში