რუსთავი2-ის ფბ გვერდზე „მთავარი არხის“ პირველი საინფორმაციო გამოშვების პირდაპირი ეთერი გადააზიარეს.
დღეს, 9 სექტემბერს, უკვე მეორედ გაზიარდა ფბ გვერდზე, ყოფილი რუსთავიორელების შესახებ ინფორმაცია.
დილით განთავსებული პოსტი მალევე წაიშალა.
„მთავარი არხი„ საინფორმაციო ეთერში დღეს პირველად გავიდა.
რუსთავი2 სეზონის განახლების შესახებ დაანონსა, თუმცა ამ დრომდე ეთერში არ გადის „კურიერი“.