ირმა ინაშვილი კონფერენციაზე შეიჭრა და სიტყვით გამოსვლას ითხოვდა

10 სექტემბერი 2019, 14:06 1301 ნახვა

პარლამენტის დეპუტატი, "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი თბილისში მიმდინარე "საერთაშორისო კონფერენციაზე" შევიდა და ცდილობდა სიტყვით გამოსვლას. "ჩემზე ლაპარაკობენ და უნდა შევიდე და გავაკეთო განმარტებები" - განაცხადა ირმა ინაშვილმა, რომელსაც კონფერენციაზე არ უშვებდნენ და ამ ფაქტს ხმაური მოჰყვა. 

თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც სხვა სტუმრებთან ერთად, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანიც არის მოწვეული. 

კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, განმარტებებს მომხდართან დაკავშირებით მალე გააკეთებენ. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში