ტბელ აბუსერიძის ქუჩა რამდენიმე კვირაში გაიხსნება - ბათუმის მერი

09 სექტემბერი 2019, 14:55 1897 ნახვა

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გზა რამდენიმე კვირაში გაიხსნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს. 

მისივე თქმით, მთავრი ქუჩის ჩაკეტვა, ნებისმიერ სეზონზე პრობლემას შექმნიდა.

''ტბელ აბუსერიძის ქუჩა ეს ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი არტერიაა.იქ მიმდინარე სამუშაოები,  ნებისმიერ დროს, მოქალაქეებს შეფერხებას შეუქმნიდა. მათ ​შეფერხების გამო, ბოდიშს ვუხდით, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. შევეცდებით რაც შეიძლება  სწარაფად დავამთავროთ სამუშაოები. 

საპატრულო პოლიციასთნა ერთად ალტერნატიული შემოვლითი გზები შევარჩიეთ. ვებგვერდზე არის ინფორმაცია გამოქვეყნებული'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის მერმა. 

დღეს, 9 სექტემბერს ტბელ აბუსერიძის ქუჩა დილიდან სრულად ჩაკეტეს. აქამდე მოძრაობა გზის მხოლოდ ერთ ზოლში იყო დასაშვები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში