ფიზიკა, მათემატიკა და ქიმია - აჭარაში დეფიციტური საგნების პედაგოგებზე 203 ადგილი კვლავ ვაკანტურია

09 სექტემბერი 2019, 13:06 2147 ნახვა

აჭარის საჯარო სკოლებში 203 პედაგოგის ადგილი კვლავ ვაკანტურია. აგვისტოში გამოცხადებულ კონკურსში 455 მასწავლებლიდან, მხოლოდ 252 შეარჩიეს.

აჭარის განათლების სამინისტრომ განმეორებითი კონკურსი იმ საგნის პედაგოგებზე უკვე გამოაცხადა, სადაც დაინტერესება დაბალი იყო ან საერთოდ არ შესულა განაცხადი.  

დეფიციტური აღმოჩნდა საბუნებისმეტყველო საგნები - მათ შორის ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა. მინისტრი ამბობს, რომ სკოლებს გაუჭირდათ სპორტის პედაგოგის მოძიებაც.

განსაკუთრებით დაბალი დაინტერესებაა მაღალმთიან აჭარაში სკოლის მასწავლებლების ვაკანსიებზე, მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება გაცილებით მაღალია. ხულოსა და შუახევში 150 ვაკანსია იყო და მხოლოდ 30 მასწავლებელი შეარჩიეს.

აჭარაში 229 საჯარო სკოლაა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში