ბათუმის შავი ზღვის ფესტივალი

06 სექტემბერი 2019, 15:44 1403 ნახვა

ბათუმის შავი ზღვის ფესტივალი გრძელდება.  გუშინ მსმენელის წინაშე პიანისტი ალექსანდრა მასალევა წარსდგა, რომელმაც  მიშელ სონის ,,ნაპირების“  დიურანის ვერსია და ლისტის ორი ნაწარმოები შეასრულა. 

გრძელდება მასტერკლასები პედაგოგებისა და ახალგაზრდა პიანისტებისათვის. დღეს კი განსაკუთრებული საღამო იქნება ბეთჰოვენის მუსიკის მოყვარულებისთვის, სცენაზე ფრანგი პიანისტი  ლიდი სოლომონი   რამდენიმე ნაწარმოებს შეასრულებს. ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში