„ხორცი ფუფუნებაა და მხოლოდ ახალ წელს ვიყიდით“- პროდუქტზე ფასები გაიზარდა 

05 სექტემბერი 2019, 21:03 733 ნახვა

ბაზარში არსებულ მაღალ ფასებს დაბალი შემოსავლები  ფიზიკურად ვეღარ წვდება - ამის შესახებ მოქალაქეები აცხადებენ. ეროვნული ვალუტა დღეს მცირედით გამყარდა, თუმცა არაფერი ასახულა ფასებზე. ბაზარში სამომხმარებლო პროდუქტზე ფასები ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა. გაძვირებულია რძის პროდუქტები, ხორცი და ბოსტნეული. ფასი გაზრდილია საწვავზე. მთელი ზაფხულის განმავლობაში ეტაპობრივად ძვირდებოდა მედიკამენტებიც.

გაძვირებული ყოველდღიურობა და კრიტიკა ეროვნული ბანკის მისამართით. აქვს თუ არა პასუხები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს - სამთავრობო პოზიციას ცოტა ხანში გაგაცნობთ, მანამდე კი ადამიანები, რომლებიც აღიარებული ინფლაციის და ვალუტის გაუფასურების შედეგად პრობლემებს სულ უფრო ხშირად აწყდებიან.   

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი