გიორგი ჩხაიძე: ,,არ ხარ შენ კაი კაცი მილტონ’’

03 სექტემბერი 2019, 12:18 2405 ნახვა

საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრებში 31 მორაგბე გამოიძახა. შემადგენლობაში არ მოხვდა მერაბ კვირიკაშვილი, რასაც  ნაკრების ყოფილი მორაგბე გიორგი ჩხაიძე სოციალურ ქსელში გამოაეხმაურა.

ვეტერანი მორაგბე მილტონ ჰეიგის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ფედერაციას მოუწოდებს ჩაერთოს ნაკრების დაკომპლექტების პროცესში.

უცვლელად გთავაზობთ ვეტერანი მორაგბის გიორგი ჩხაიძის პოსტს:

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!  ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მე-5  უნდა წასულიყო. ცოტა ხო არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი და ისტორიაში არიან ჩაწერილები.  ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს მაინც.  მე როგორც ვიცი 3 კვირაზე მეატია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს,

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქ, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რამ შეგაშინათ ესე ამ გადაჭრილმა კაცმა. მაგას პროფესიონალიზმი აღარ ქვია.

ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არაუშავს. ეს ესე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი მილტონ" - წერია მორაგბის ფბ სტატუსში. 

საქართველოს ნაკრები  მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ავსტრალიასთან , უელსთან , ფიჯისთან და ურუგვაისთან მოხვდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეროვნულ ნაკრებში მამუკა გორგაძე დაბრუნდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში