სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

02 სექტემბერი 2019, 12:19 1636 ნახვა

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება, თითქოსდა დრონის ჩამოგდება ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა, სინამდვილეს არ შეესაბამება განცხადებას  ავრცელებს, უწყების ინფორმაციით, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა, - მათივე ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა საპირისპირო  განცხადება  და ქართველი პოლიციელების დადანაშაულება სინამდვილეს არ შეესაბამება.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ქართული მხარის მიერ ე.წ. საზღვართან „სამხრეთ ოსური“ მხარის კუთვნილი კვადროკოპტერის ჩამოგდების შესახებ გუშინ განაცხადა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში