"ვინ დაგავალა შეწყალება?"- პრეზიდენტს პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე პასუხს სთხოვენ

02 სექტემბერი 2019, 11:54 1620 ნახვა

"ვინ დაგაველა შეწყალება"?, "სირცხვილია"- ამ პლაკატებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა  პრეზიდენტს  რეზიდენციის წინ მიაკითხეს.

ტრანსფარანტების მიხედვით აქციის მონაწილეებს პრეზიდენტთან კითხვები ბევრი აქვთ, რატომ შეიწყალა და ვისგან მიიღო პოლიციელის მკვლელობაში მსჯავლდებულის შეწყალების დავალება. 

არის შეფასებითი პლაკატებიც "კრიმინალი სალომე", "უპასუხისმგებლო პრეზიდენტი".

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავლდებული რამაზ დევაძე შეიწყალა. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მსჯავრდებული,  სალომე ზურაბიშვილმა 5 წლის შემდეგ შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას ოპოზიციისა და დაღუპული პოლიციელის ოჯახის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში